LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 შვილის დედა მერვე შვილზე ოცნებობდა და 5 ტყუპი გააჩინა

169
Capture

ბრიტანელ ცოლ-ქმარს მერვე შვილის გაჩენა სურდა და მოულოდნელად 5 ტყუპის მშობელი გახდა. უჩვეულო ისტორიას Daily Mail ავრცელებს.

55 წლის ვინს კლარკი და მისი 37 წლის მეუღლე დომინიკა კლარკი უკვე ზრდიდნენ 7 შვილს, როცა კიდევ ერთი პატარის გაჩენა გადაწყვიტეს. მათი შვილები მაშინ 10 თვიდან 12 წლამდე ასაკის იყვნენ. ქალი მალევე დაორსულდა და ექიმთან ვიზიტის შემდეგ გაიგო რომ ერთდროულად 5 შვილს ელოდებოდა.

ვინსი იხსენებს, რომ სერიოზული ნაბიჯის გადადგმამდე ისინი დიეტას იცავდნენ, სწორად იკვებებოდნენ და ტყუპების რაოდენობაზე მისი აზრით ამანაც მოახდინა გავლენა.

ექიმების შეფასებით კი წყვილის შანსი 5 ტყუპი გაეჩინათ, ერთი 52 მილიონთან იყო, ამიტომ ასეთი სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები