LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში მამები შვილებთან უფრო მეტ დროს ატარებენ

111
Screenshot 2024-05-17 113211

გერმანელი მამები სულ უფრო და უფრო მეტ დროს უთმობენ შვილებზე ზრუნვას. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის უახლეს კვლევაშია ნათქვამი.

ამჟამად გერმანიაში მამები 6 წლამდე შვილებთან დღეში 2 საათზე მეტს ატარებენ, ვიდრე ამას 10 წლის წინ აკეთებდნენ. თუკი 2001 წელს ისინი პატარებს საშუალოდ 2,8 საათს უთმობდნენ, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 4,7 საათი იყო.

მამების 21% მცირეწლოვან შვილებთან დღეში 6 საათზე მეტს ატარებს, რაც 2001 წელს პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.

მამებმა საოჯახო საქმეების კეთებასაც მოუხშირეს: იმ მამაკაცების რიცხვი, რომლებიც სახლის საქმეებს დღეში 2 საათამდე დროს უთმობენ, 20 წლის განმავლობაში 61%-იდან 85 პროცენტამდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები