LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიას და გერმანიას დააკავშირებს ელექტრო ბორანი, რომელიც მხოლოდ 12 წუთში იმუხტება

105
ქირიას NEWS შაბლონი (2)

დანიასა და გერმანიას შორის მოძრაობა ახალმა სრულად ელექტრო სატვირთო ბორანმა დაიწყო. ინოვაციურ ხომალდს 45 წუთიანი მგზავრობის შემდეგ აკუმულატორების დასამუხტად მხოლოდ 12 წუთი სჭირდება.

ახალი მარშრუტი გერმანიის ქალაქ პუტგარდენს და დანიის რედბის პორტს აკავშირებს.

ბორანი, სახელწოდებით The Baltic Whale („ბალტიის ვეშაპი“), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი 10 მეგავატ/საათიანი ბორტული აკუმულატორული სისტემით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას აძლევს, ჩვეულებრივ რეჟიმში სრულად ელექტროენერგიით იმუშაოს. ამასთან, ხომალდზე დამონტაჟებულია გენერატორებიც, რომლებიც მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში ჩაირთვება.

პუტგარდენი-რედბის საბორნე გადასასვლელი ბალტიის ზღვაში სკანდინავიასა და ცენტრალურ ევროპას შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო დერეფნად ითვლება. ამ მარშრუტით ყოველდღიურად ასობით სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რომლებსაც საკვები პროდუქტები, სამრეწველო საქონელი, ავტონაწილები და სხვადასხვა სახის ტვირთი გადააქვთ.

ახალი ელექტრო ბორანი გადამზიდავი კომპანიის Scandlines-ის ეკოლოგიური სტრატეგიის ნაწილია. კომპანია გეგმავს, რომ 2040 წლისთვის მისი ფლოტი სრულად გადავიდეს ეკოლოგიურად სუფთა, მავნე გამონაბოლქვის არმქონე ხომალდებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები