LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გაიხსნა ავტოსკოლა, სადაც სწავლა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ

105
ქირიას NEWS შაბლონი

გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსნაბრუკში გაიხსნა ავტოსკოლა, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის განკუთვნილი. აქ სწავლასაც და პრაქტიკულ გაკვეთილებსაც ქალი ინსტრუქტორები უძღვებიან.

პროექტის ავტორების თქმით, ასეთი ფორმატი ბევრ ქალს საკუთარი თავის რწმენის გაძლიერებაში და ინსტრუქტორებთან უფრო კომფორტული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ზოგიერთი მოსწავლე აღნიშნავს, რომ წარსულში მამაკაც ინსტრუქტორებთან არასასიამოვნო გამოცდილება ჰქონდა, ნაწილი კი ოჯახში ან ქორწინებაში ძალადობის მსხვერპლი ყოფილა და ავტომობილის დახურულ სივრცეში ქალის გვერდით თავს უფრო დაცულად გრძნობს.

სკოლის წარმომადგენლების თქმით, ზოგჯერ ქალები ავტოსკოლაში თავად მეუღლეებს მიჰყავთ, რადგან მათთვის უფრო მისაღებია, თუ მათი მასწავლებელი ქალი იქნება.

საინტერესოა, რომ ავტოსკოლის დამფუძნებელი მამაკაცია, თუმცა მისი განცხადებით, ყოველდღიურ საქმიანობაში არ ერევა. შენობის ფანჯარაზე კი წარწერაა განთავსებული – „მაჩოებისგან თავისუფალი ზონა“.

ავტოსკოლაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მსურველებისთვის უკვე მოლოდინის სიაც შეიქმნა. ბევრი ქალი ამბობს, რომ ასეთ გარემოში სწავლას ამჯობინებს და ზოგიერთისთვის მართვის მოწმობის აღებაზე უარის თქმაც კი უფრო მისაღებია, ვიდრე მამაკაცი ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით სწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები