LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუკუნის მრავალცოლიანი“ 43 წლის განმავლობაში 53-ჯერ დაქორწინდა

51
Header_6325b5f7ba6bb

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საუდის არაბეთის მკვიდრი, 63 წლის აბუ აბდულა 53-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას Times now ავრცელებს.

მამაკაცის თქმით, მთელი ამ წლების განმავლობაში ის ცდილობდა ეპოვა ქალი, რომელიც მას სულიერ სიმშვიდეს მოუტანდა.
„როდესაც პირველად დავქორწინდი, ერთ ქალზე მეტის ცოლად შერთვას არ ვგეგმავდი, რადგან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და შვილებიც მყავდა..“ – იხსენებს ის.

თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები გაჩნდა და აბდულამ მეორე ცოლის მოყვანაც გადაწყვიტა. როდესაც მის ცოლებს შორის გაუგებრობა დაიწყო, ის ორივეს დაშორდა და სხვა ქალები შეირთო ცოლად.

აბდულა დაქორწინება-განქორწინებას 43 წელი აგრძელებდა. ცოლების უმრავლესობა საუდის არაბეთის მკვიდრი იყო, თუმცა მრავალცოლიანი აღიარებს, რომ საქმიანი მივლინებების დროსაც მოსწონებია უცხოელი ქალბატონები და მათზეც დაქორწინებულა. ამდენი ქორწინების გამო მამაკაცს „საუკუნის მრავალცოლიანი“ შეარქვეს.

მრავალი წლის შემდეგ აბდულამ იპოვა ქალი, რომელთანაც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. მას მხოლოდ ერთი ცოლი ყავს და კიდევ დაქორწინებას აღარ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები