LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Tesla-ს ავტოპილოტმა მძღოლის სიცოცხლე იხსნა

63
tesla

Youtube არხზე Wham Baam Teslacam გავრცელდა მორიგი ვიდეო, რომელიც Tesla-ს ავარიას ეხება. თუმცა, ამ შემთხვევაში მძღოლი ავტოპილოტს კი არ ადანაშაულებს, არამედ ირწმუნება რომ ცოცხალი სწორედ მისი დამსახურებით გადარჩა. Tesla Model 3 რომელსაც ქალი მართავდა, ავარიაში მოხვდა, მას უკნიდან სხვა ავტომობილი დაეჯახა.

დაჯახების შემდეგ ქალი შოკში ჩავარდა და საჭეს ხელი გაუშვა, ხოლო „ჭკვიანმა“ სისტემამ მართვის სადავეები საკუთარ თავზე აიღო, ავტომობილი უსაფრთხოდ გააჩერა.

გზაზე დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ დარტყმა საკმაოდ სერიოზული იყო, „ტესლას“ Dodge Charger დაეჯახა.

მაშინ როცა შეშინებულმა მძღოლმა საჭეს ხელი გაუშვა, ავტოპილოტმა ავტომობილი გაასწორა და უსაფრთხოდ დაამუხრუჭა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს Charger-ის მძღოლმა უთხრა რომ ავარია ქალის ბრალი იყო. თუმცა, TEslaCam-იდან ამოღებული კადრები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები