LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კოსმოსში მზის ფერმის აშენებას აპირებს – როგორ იმუშავებს სადგური

58
37865

ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) დედამიწის მიღმა 2 კილომეტრის სიგრძის მზის ფერმის აშენებას აპირებს. ის იმდენივე ელექტროენერგიას აწარმოებს, რამდენსაც ატომური ელექტროსადგური. ინფორმაციას ამის შესახებ euronews ავრცელებს.

კოსმოსური ელექტროსადგური 24 საათის განმავლობაში მზის ენერგიით იქნება განათებული, რისი დამსახურებითაც უწყვეტ ენერგიას გამოიმუშავებს. ბუნებრივია, დედამიწაზე არსებულ სადგურებთან შედარებით ეს მართლაც დიდი უპირატესობაა, რადგან ისინი ენერგიას მხოლოდ დღისით და კარგ ამინდში აწარმოებენ.

სადგური ელექტროენერგიას დედამიწაზე ფიქსირებულ ადგილებში, ასევე მოძრავი სადგურებისკენ გაგზავნის.

ფერმა დედამიწიდან 35 ათასი კილომეტრის მოშორებით იტრიალებს და მის მომსახურებაზე პასუხისმგებელი რობოტები იქნებიან.
ავარიული სიტუაციის დროს რობოტი პანელის შეკეთებას, მის მოხსნას და საჭიროების შემთხვევაში ახლის დამონტაჟებას შეძლებს.

ამ დროისთვის ანალოგიური ფერმების შექმნაზე ჩინეთი და დიდი ბრიტანეთიც მუშაობენ. ორივე ქვეყანაში პროექტები საწყის ეტაპზეა და ევროპას ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ მზის ფერმის პირველი ავტორი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები