საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დღეს გახდება ცნობილი. გავრცელებული მინფორმაციით, აღმასკომის სხდომა ფედერაციაში 15:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც თარიღი გახდება ცნობილი.
როგორც, იცით 11 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, იგი პოსტს ტოვებს და ერთი კვირის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. მისივე განცხადებით, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს ფებურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტობის კანდიდატები ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მერაბ ჟორდანია არიან.