LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკოვანი ვარსკვლავები ფანტასტიკურ ფორმას ინარჩუნებენ

210

40 წელს გადაცილებული ქალბატონების უმეტესობა იშვიათად  ამაყობს საკუთარი  ფიგურით. თუმცა, ვარსკვლავებისთვის ასაკი მხოლოდ ციფრია, რომელსაც ნაკლებად ექცევა ყურადღება.

 

1

 

დენიზ რიჩარდსის პლიაჟის ფოტოების დათვარიელებისას, რთული წარმოსადგენია, რომ მსახიობი 44 წლისაა და უკვე სამი შვილის დედაა.

 

2

 

47 წლის ჯულია რობერტსი არ ერიდება პაპარაცებს. მსახიობი მშვენიერ ფორმაშია და დასამალიც არაფერი აქვს.

 

3

 

ჯენიფერ ენისტონს 46 წლის ასაკშიც თავისუფლად შეუძლია იამაყოს საკუთარი ფიგურით. სწორედ ამიტომ, შიშველ სცენებს თავის ფილმებში მსახიობი ყოველთვის დუბლიორის გარეშე ასრულებს.

 

4

 

ასაკთან ერთად ჯენიფერ ლოპესი სულ უფრო მშვენიერი ხდება. 45 წლის ლათინოამერიკელი მსახიობის უნაკლო ფიგურა დღესაც ბევრ ახალგაზრდა ქალში იწვევს შურს.

 

5

 

”მალიბუს მაშველი” პამელა ანდერსონი ძველებურად ინარჩუნებს ფანტასტიკურ ფორმას და ისევ თავისუფლად შეუძლია შეასრულოს  სექსუალური მეშველის როლი საკულტო სერიალში.

 

6

 

ორი შვილის დედას, ჰოლი ბერის სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 49 წელი. თუმცა მისი ფოტოების ნახვისას, რთული წარმოსადგენია, რომ მსახიობმა თითქმის ნახევარ საუკუნეს მიაღწია.

 

7

 

”სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავმა ნიკოლეტ შერიდანმა  უკვე მეექვსე ათეული მიითვალა, თუმცა ძლიერი სქესის წარმომდგენლები ისევ კარგავენ თავს მის დანახვაზე.

 

8

 

46 წლის სუპერმოდელი სტეფანი სეიმურს იდეალური ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ცურვა ეხმარება.

 

9

 

ექსპერიმენტებზე, რომლებსაც ჯენის დიკენსონი საკუთარ თავზე ატარებდა ლეგენდები დადის. შედეგი სახეზეა – 60 წლის ყოფილი სუპერმოდელი საკუთარ თავს ბიკინის ჩაცმის უფლებას აძლევს.

 

10

 

45 წლის სუპერმოდელი ნაომი კემბელი არც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია, არც სპორტითაა გატაცებული. თუმცა, წვეულებების მოყვარული ნაომი მაინც ახერხებს მშვენიერი ფორმის შენარჩუნებას.

 

11

 

იოგას ვარჯიშები და ჯანსაღი კვება! – 43 წლის გვინეტ პელტროუ საკუთარი მაგალითით ამტკიცებს, როგორ შეიძლება მიაღწიო იდეალურ ფორმას, როცა ნაკლებ ზიანს მიაყენებ საკუთარ ორგანიზმს.

 

12

 

სუპერმოდელი ელ მაკფერსონი 51 წლის ასაკშიც ამტკიცებს, რომ ზედმეტსახელი ”სხეული” მისთვის შემთხვევით არ შეურქმევიათ.

 

13

 

მოდელი ევა ჰერციგოვა 42 წლის ასაკშიც აგრძელებს კარიერას.

 

14

 

ჯადა პინკეტ-სმიტს მიუხედავად თავისი მინიატურულობისა (152 სმ)  მაინც უნაკლო პარამეტრები აქვს.

 

15

 

დრომ მართლაც ვერაფერი დააკლო კრისტი ბრინკლის. ყოფილი სუპერმოდელი უკვე მეშვიდე ათეულშია თუმცა, 35 წელზე მეტს ვერავინ მისცემს. როგორც ჩანს ყოფილმა სუპერმოდელმა მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები