LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში ბავშვთა საავადმყოფოს სახურავზე ობსერვატორია გახსნეს

121
astronomical_observatory_daruieste_viata_hospital_-_photo_pr_by_banu_stefan-min

ბუქარესტში ბავშვთა საავადმყოფოს სახურავზე ობსერვატორია გახსნეს. მიზანი – მკურნალობის პროცესში ახალგაზრდა პაციენტების მხარდაჭერაა, წერს Romania Insider.

ვარსკვლავებზე დაკვირვება უკვე დაიწყეს 3-დან 14 წლამდე ბავშვებმა, რომლებიც ონკოლოგიური, ნეიროქირურგიული, ქირურგიული და ნევროლოგიური განყოფილებების პაციენტები არიან. გარდა ამისა, პატარებს ლექციებსაც უკითხავენ.

გარდა ობსერვატორიისა, საავადმყოფოში რადიო სადგურის, კინოთეატრის, ბაღის და რამდენიმე გასართობი მოედნის გახსნაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები