LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში მუსიკა მკურნალობის ნაწილად აქციეს – საავადმყოფოებში პაციენტებისთვის ცოცხლად იმღერებენ

104
ქირიას NEWS შაბლონი

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის საავადმყოფოებში ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მუსიკა პაციენტების მკურნალობის პროცესის ნაწილი გახდა.

პროექტი სახელწოდებით „ხელოვნება გამოჯანმრთელების სამსახურში“ კამერულ გუნდ Madrigal Choir-თან თანამშრომლობით ხორციელდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ინიციატივას ინოვაციურ თერაპიულ მიდგომად აფასებენ, რომელიც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას პაციენტებს, მათ ახლობლებსა და სამედიცინო პერსონალს გაუწევს.

პროგრამის ფარგლებში ექიმები მუსიკას სამედიცინო პროცედურების, გამოკვლევებისა და ოპერაციებისთვის მომზადების დროს გამოიყენებენ. მედიკოსების განმარტებით, მუსიკა პაციენტების დამშვიდებას და სტრესის შემცირებას უწყობს ხელს, რაც მკურნალობის პროცესზეც დადებითად აისახება.

სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ მუსიკის მოსმენამ შესაძლოა ტკივილის აღქმაც შეამციროს და ადამიანებს რთული სამედიცინო პროცედურების გადატანაში დაეხმაროს.

პროექტი მხოლოდ პაციენტებზე არ არის გათვლილი – საავადმყოფოებში მუსიკა საერთო სივრცეებშიც გაჟღერდება, რათა სტრესი შეუმცირდეთ როგორც პაციენტების ოჯახის წევრებს, ისე ექიმებსა და მედპერსონალს.

გარდა ამისა, Madrigal Choir-ის წევრები მუსიკალური თერაპიის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ და ბავშვთა გუნდების მცირე კონცერტებს გამართავენ, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები