LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალოტელი დაჭკვიანების გზაზეა

29

“მილანში” დაბრუნებული მარიო ბალოტელი, როგორც ჩანს, შეიცვალა და თავიდან აპირებს ყველაფრის დაწყებას. 25 წლის ფორვარდმა საქმისადმი დამოკიდებულებით მილანელთა ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი კმაყოფილი დატოვა.

“მარიო ძალიან შეიცვალა. ის პირველი მოდის ვარჯიშზე და წვრთნას პარტნიორებზე გვიან ასრულებს. სინიშა მიხაილოვიჩი მოთამაშეებს სასაუზმოდ მისვლას 8.30-ზე თხოვს, მარიო კი სასადილოში ნახევარი საათით ადრე ცხადდება. ბალოტელი მიხვდა, რომ ბოლო შანსი მიეცა და ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ სურს. მისი ტალანტი არასდროს იწვევდა ეჭვს და თუკი საქმეს სერიოზულად და მაღალპროფესიულად მიუდგა, მარიოს წინ ბრწყინვალე სეზონი ელის”, – უთხრა გალიანიმ Sky-ის რეპორტიორს.

შეგახსენებთ, მარიო ბალოტელი 2013-14 წლების სეზონში ”მილანის” ღირსებას იცავდა და ”როსონერის” მაისურით ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 54 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები