LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა სილვიო: კახა კალაძე ბერლუსკონის წასვლას გამოეხმაურა

424

კახა კალაძემ “მილანის” ყოფილ პრეზიდენტს სილვიო ბერლუსკონის სოციალური ქსელით მიმართა.
ევროპული ფეხბურთის გრანდის ერთ დროს უცვლელი ქართველი ვარსკვლავი ბერლუსკონის “მილანიდან” წასვლას გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.

“დიდი მადლობა პრეზიდენტ ბერლუსკონის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევსულიყავით.
მან შესანიშნავი გუნდი შექმნა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი ნაწილი ვიყავი. “მილანი” ჩემს გულშია”, – წერს კალაძე.

სილვიო ბერლუსკონი “მილანს” სათავეში 1986 წელს ჩაუდგა და მას შემდეგ უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის არაერთი ჩემპიონთა თასი. ხოლო 90-იანების „მილანი“ დღემდე მიიჩნევა მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეულ მოვლენად.

მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ იტალიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა “მილანი” ჩინელ ინვესტორებს მიყიდა. როსონერის აქციების 99.93% ბერლუსკონიმ ჩინელებს 740 მილიონ ევროდ დაუთმო.

კახა კალაძე მილანური გრანდის რიგებში უპრეცედენტოდ დიდხანს 2001-2010 წლებში ასპარეზობდა და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები