ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი მის ერთი წლის წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს შეადარებთ. პოპულარული ქართველი კალათბურთელი საკუთარ იმიჯზე ზრუნავს, უყვარს კარგად ჩაცმა, ახლახან კი მსოფლიო ტრენდს აჰყვა და წვერი მოუშვა, რითაც თაყვანისმცემლების უკმაყოფილება გამოიწვია. ვიქტორი ხომ გოგონებს შორის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.
ჰოდა, სწორედ გოგონებმა არ მოუწონეს ამხელა წვერი. თუმცა, როგორც ჩანს, სპორტსმენს ეს საერთოდ არ ადარდებს და არა მხოლოდ წვერი მოუშვა, არამედ თავზე შესამჩნევად გათხელებული თმის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. გადაწყვიტა, ერთ-ერთი ქართული კლინიკისთვის მიემართა და შედეგიც მიიღო.
სწორედ ზემოხსენებულმა კლინიკამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორია ვიკა თმის გადანერგვამდე და მას შემდეგ.
მოკლედ, ვიქტორი ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურება. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ჟურნალისტებთან ამაზე ნაკლებად ლაპარაკობს. არავინ იცის, ჰყავს თუ არა რჩეული, თუმცა რომანებს სხვადასხვა ცნობილ ლამაზმანთან მიაწერდნენ.