LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუისი-აგარას გზის მონაკვეთის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება

68

რუისი-აგარას გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მონაკვეთი ოქტომბრიდან გაიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალ გზაზე ეტაპობრივად გადაერთვება.

ექსპლუატაციაში შესვლამდე ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მონიტორინგი ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განახორციელეს.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ამ დროისთვის 2 მონაკვეთის, რუისი-აგარასა და აგარა-ზემო ოსიაურის მშენებლობა მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები