LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივერპულმა კლოპი სამი წლით შეითანხმა

32

მორჩა: კლოპი ”ლივერპულის” თავკაცია.
ბევრისთვის სასურველი გერმანელი სპეციალისტი ლივერპულში ჩაფრინდა და ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, კლოპი “ლივერპულში” ბრენდან როჯერსს ცვლის, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ედგა სათავეში მერსისაიდულ კლუბს და ერთხელ ძალიან ახლოს იყო ჩემპიონობასთან.

დორტმუნდის ”ბორუსიადან” წასულმა 48 წლის გერმანელმა “ლივერპულთან” სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად 7 მილიონ გირვანქას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები