LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაყიდეს: მესის პირველი კონტრაქტი თითქმის მილიონად გაიყიდა

132
3000-2000-2.76102571

ხელსახოცი, რომელზეც ლეო მესის „ბარსელონასთან“ პირველი კონტრაქტია გაფორმებული, აუქციონზე გაიყიდა.

ადრე ის გასაყიდად გაიტანეს.

ბრიტანულმა სააუქციონო სახლმა Bonhams აცნობა, რომ ხელსახოცი, რომელზეც 13 წლის მესიმ ხელი მოაწერა თავის პირველ შეთანხმებას „ბარსელონასთან“, 762 400 ფუნტად (965 000 დოლარი) გაიყიდა.

აუქციონი მესის აგენტის, ორასიო გაჯიოლის სახელით გაიმართა, რომელიც მაშინ იმ გარიგებაში მონაწილეობდა. 2000 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ ხელსახოცზე გაჯიოლის, მეორე აგენტის ხოსეპ მარია მინგელას და „ბარსას“ მაშინდელი სპორტული დირექტორის კარლეს რექსაჩის ხელმოწერებია, რომლებიც საჩოგბურთო კლუბში შეხვდნენ.

სასტარტო ფასი 300 ათასი (379 ათასი დოლარი) ფუნტი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები