ახალი სერია Hybrid by Nature Mercedes-Benz, 2016 წლის ნამდვილი აფეთქება იქნება საავტომობილო ბაზარზე. გერმანულმა კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ პრობლემების მოგვარებისკენ, რასაც ჰაერის დაბინძურება და ბუნების განადგურება ქვია.
ახალი ჰიბრიდული ავტომობილის Mercedes-Benz GLC 350 4MATIC სარეკლამო გადაღებებისთვის კომპანიამ Victoria’s Secret-ის 30 წლის მოდელი, Doutzen Kroes დაიქირავა, ხოლო ფოტოგრაფად ფრანგი ფოტოგრაფი და სტილისტი, Carlyne Cerf de Dudzeele.
როგორც ჩანს გადაღებები საკმაოდ დატვირთულად და ხალისიანად მიმდინარეობდა, თავად კრეზი კი აღფთოვანებული გახლდათ ახალი ჰიბრიდით: „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო Mercedes-Benz-ის ახალი ავტომობილის რეკლამირებაში, მითუმეტეს როცა ავტომობილი ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოა. მე არასდროს ვტოვებ ონკანს მოშვებულს და საჭესთან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ვჯდები“ – განაცხადა კრეზმა.
კომპანიის განცხადებით, ავტომობილი გაყიდვაში შემდეგი წლიდან გამოჩნდება. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ახალი ჰიბრიდით გერმანული ავტოკომპანია ლიდერის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.