LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური კომპანიის თამამი ნაბიჯი – Yamaha საავტომობილო ბაზარზე

91

როგორც ირკვევა, იაპონური მოტოკომპანია Yamaha საავტომობილო ბაზარზე ცდილობს თავის დამკვიდრებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კომპანია მოახლოებული ტოკიოს ავტოშოუსთვის სპორტქარს ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოა, რომ ავტომობილი ჰიბრიდულ ან მოტოციკლის ძრავით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ავტოშოუ 29 ოქტომბერს გაიმართება. სწორედ აქ შედგება Yamaha-ს სპორტქარის პრემიერაც. გარდა ამისა, კომპანია უახლეს მოტოციკლეტებს, სკუტერებს, ველოსიპედებს და რეკრეაციულ ოფროუდ ავტომობილს გამოფენს. ჩამოთვლილი  უახლესი სატრანსპორტო საშუალებებიდან უმეტესობა, პირველად წარსდგება მომხმარებელთა წინაშე. თუმცა, საავტომობილო ბაზარზე ყველაზე დიდი ინტერესით სწორედ რომ სპორტქარს ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები