კრიშტიანო რონალდოს მომსახურე პერსონალთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
Daily Mail ეყრდნობა Correio da Manha-ს და იტყობინება, რომ „ალ ნასრის“ ფორვარდი ეძებს სუშის მზარეულს თავის პორტუგალიური სახლისთვის კინტა-და-მარინიაში.
სახლის მშვენებლობის დასრულება ივნისში იგეგმება, სწორედ ეს უნდა გახდეს რონალდოს მთავარი საოჯახო რეზიდენცია და მთელ რიგ თანამდებობებზე თანამშრომლები უკვე შერჩეული არიან.
სუშის მკეთებლის ადგილი კი ვაკანტურია, მიუხედავად თვიურად დაპირებული 4500 ფუნტისა (5100 ევროზე მეტი). საქმე ისაა, რომ კრიშტიანოს და ჯორჯინას მოთხოვნაა, რომ მზარეულს სუშისთან ერთად შეეძლოს ასევე ტრადიციული პორტუგალიური და სხვა ქვეყნების კერძების მომზადებაც.
ამბობენ, რომ ეს საკითხი პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს „ნამდვილ თავის ტკივილად ექცა“.