ნიდერლანდური პროექტი SeaClear 2.0 გეგმავს, რომ ხმელთაშუა ზღვის დასასუფთავებლად რობოტი-დამლაგებლები გაგზავნოს. მათი დახმარებით წყალს არამხოლოდ ზედაპირული დაბინძურებისგან (მაგალითად პლასტმასის ბოთლებისგან), არამედ დიდ გაბარიტიანი ნარჩენებისგანაც (ისეთი როგორიცაა საბურავები, ბეტონის ფილები) გაასუფთავებენ. ინფორმაციას ამის შესახებ safety 4 sea ავრცელებს.
დამლაგებელთა უნიკალური დაჯგუფება საჰაერო დრონებს, წყალქვეშა ყველგანმავლებს, ავტონომიურ ხომალდებს და რობოტიზირებულ მანიპულატორებს მოიცავს. თითოეული მათგანი მთავარ ხომალდთან სადენებით იქნება დაკავშირებული და მათ მუშაობას გადამცემების დახმარებით გააკონტროლებენ.
სისტემის მუშაობა სრულად ავტონომიურია და ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს.
პროექტი 2026 წლისთვის დასრულდება. შეგროვილ ნაგავს კი გადასამუშავებლად გაგზავნიან.