LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგზაო მოძრაობის უცნაური წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში

255

არ გეგონოთ, რომ ერთნაირად შეგიძლიათ მართოთ ავტომობილი როგორც საქართველოში, აგრეთვე უცხოეთშიც. მართვის მოწმობა და გამოცდილება არაა საკმარისი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების საგზაო მოძრაობას აუღოთ ალღო. გადაწყვიტეთ უცხოეთში ავტომობილით გამგზავრება? მაშინ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ რა მდგომარეობაა საზღვარგარეთ.

 

ესპანეთი

ესპანეთში მოგზაურობისას, ყველაზე უცნაურად პარკირების სისტემა მოგეჩვენებათ: ესპანელები ავტომობილებს კენტ რიცხვებში გზის ერთ მხარეს, ხოლო ლუწ რიცხვებში საპირისპირო მხარეს აპარკინგებენ.

იტალია

იტალიის ავტობანზე მოძრაობისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რამდენიმე უცნაურ წესს: ქალაქგარეთ მოძრაობისას ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჩართული ახლო განათების ფარები, სხვა შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდებით. ხოლო, თუ კი თქვენს ავტომობილში იმყოფება ორი, ან ორზე მეტი შინაური ცხოველი, ისინი აუცილებლად სპეციალურ გალიაში უნდა გყავდეთ მოთავსებული. ამ წესის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდური ჯარიმით ”დასაჩუქრდებით”. გარდა ამისა, იტალიაში მკაცრად არის გაკონტროლებული პარკირების სისტემაც და ქალაქში პარკირება მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობის მიმართულებით შეგიძლიათ.

ავსტრია

ავსტრიის ქალაქებში და განსაკუთრებით ცენტრალურ ვენაში სიგნალი კანონით ისჯება. ამიტომ, მძღოლებს რომლებიც ემოციურები არიან, მოუწევთ, ავტომობილთან ერთად საკუთარი თავიც გააკონტროლონ.

აშშ

საგზაო წესების უცნაურობით ყველაზე მეტად კალიფორნიის შტატი გამოირჩევა. მაგალითად : ქალბატონებს ეკრძალებათ სადღესასწაულო ფორმაში ან ქუსლიანი ფეხსაცმლით ავტომობილის მართვა. გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესებში დამატებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მანაქნის ძველი ნაჭრით გაწმენდა ან გარეცხვა იკრძალება.

გერმანია

გერმანიაში საჭესთან დაჯდომის შემდეგ, მოგიწევთ ემოციები მაქსიმალურად მოთოკოთ. გერმანელმა პოლიციელებმა შეიძლება შუა თითის ჩვენების გამოც კი სოლიდური ჯარიმა გამოგიწერონ. აგრეთვე აკრძალულია ავტობანზე საწვავის გარეშე დარჩენაც.

დანია

დანიის კანონი ითხოვს, რომ მანამ სანამ ავტომობილში მოთავსდებით, შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი ავტომობილის ქვეშ ადამიანი ან ცოცხალი არსება.

ფილიპინები

ყველაზე უცნაური წესების შესწავლა სწორედაც, რომ ფილიპინებში ავტომობილით გასერინების დროს მოგიწევთ. ამ ქვეყანაში ავტომობილებს, რომელთა ნომერიც მთავრდება 1-ზე ან 2-ზე, ორშაბათობით ქალაქში გამოსვლა ეკრძალებათ.

კვიპროსი

კვიპროსელები ძალიან კრიტიკულები არიან მძღოლების მიმართ. მაგალითად იკრძალება საჭესთან ჭამა ან სმა. აგრეთვე არ შეიძლება სიგნალი საავადმყოფოებთან, ხოლო დასახლებულ ადგილებში დასიგნალების უფლება, მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში გექნებათ.

კოსტა-რიკა

აქ კი პირიქითაა, კოსტა-რიკაში თქვენ გაქვთ დაბალალკოჰოლიანი სასმელების მიღების უფლება იქამდე, სანამ თრობას არ დაიწყებთ. ამიტომ მძღოლებს თავად უწევთ შეაფასონ საკუთარი მდომარეობა.

საფრანგეთი

2012 წლიდან ყველა ვინც გაჩერებული იქნება საპატრულო თანამშრომელის მიერ ვალდებულია ალკოტესტი გაიაროს (ჩაბეროს). ასევე ავტომობილი აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი შესაბამისი ტესტერით. შემოწმების გაპროტესტების შემთხვევაში საფრანგეთის პოლიცია პირდაპირ ციხეში გიკრავთ თავს.

სინგაპური

სინგაპურში მძღოლებს ეკრძალებათ მიუახლოვდნენ  ქვეითად მოსიარულეებს 50 მეტრზე ახლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები