გასული წელი Ferrari-ისთვის რეკორდულად შემოსავლიანი იყო. როგორც ყოველწლიური ანგარიშიდან ირკვევა, ბრენდმა 13 221 ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 18,5%-ით მეტია. 2022 წლის მაჩვენებელი Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო, ამიტომ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებისთვის საკმაოდ გულუხვი ბონუსების დარიგება გადაწყვიტა. ყველა თანამშრომელი 13 500 ევროს მიიღებს.
იტალიური ბრენდის დირექტორის თქმით, დანამატი დაიმსახურეს არამხოლოდ ტოპ-მენეჯერებმა, არამედ მუშებმაც, რომელთა რიცხვიც 5 ათასამდეა. რაც იმას ნიშნავს, რომ ბონუსებზე კომპანია უხეში გამოთვლით, 67,5 მილიონ ევროს დახარჯავს.
წლის შეჯამებით Ferrari-ს მოგებამ 5,1 მილიარდი ევრო შეადგინა, ანუ 2021 წელთან შედარებით 19,3%-ით მეტი. სუფთა მოგება 13%-ით გაიზარდა და 939 მილიონი ევრო გახდა.