მიხაელ შუმახერის პირველ საგზაო Ferrari-ს აუქციონზე გაყიდიან. Rm Sotheby’s ვაჭრობაზე 2 კარიანი F355 GTS გასხვისდება – სპორტქარი რომელიც იტალიურმა კომპანიამ 1996 წელს, „ფორმულას“ სარბოლო გუნდის ახალი მრბოლელისთვის შექმნა. ითვლება, რომ ეს იყო პირველი Ferrari შუმახერისთვის, მსოფლიოს 7 გზის ჩემპიონის და სამეფო რბოლების რეკორდების ავტორისთვის.
ავტომობილის ისტორია დოკუმენტურადაა დადასტურებული, აუქციონი ჯავშნების გარეშე ჩატარდება.
შუმახერი Scuderia Ferrari-ში ორგზის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით გადავიდა. იტალიურ გუნდს იმ დროისთვის არც ერთი გამარჯვება არ ჰქონდა. გერმანელ სპორტსმენს Ferrari F355GTS გადასცეს და შუმახერის მოთხოვნა იყო, მოდელს 6 საფეხურიანი „მექანიკა“ ჰქონოდა.




