,,ხვალინდელი „ოტიუმის“ კონცერტი, სამწუხაროდ, მოვხსენით იმიტომ, რომ რაღაც პირობები, რომელიც უნდა შესრულებულიყო, დაკმაყოფილებული არ არის“ – ამის შესახებ მომღერალი მერაბ სეფაშვილი თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს.
მომღერალი მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და იმ მსმენელს, რომელიც კონცერტზე უნდა მისულიყო, დიდ მადლობას უხდის.