LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალა პუგაჩოვას ”სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემები” აქვს?

63

რუსული ესტრადის დედოფალმა ალა პუგაჩოვამ გადაწყვიტა, რომ 2016 წელს მომხმარებლებისთვის უფრო მისაწვდომი ყოფილიყო და სოც-ქსელებში აქტიურ მოღვაწეობას შეუდგა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა იმის დასტურია, რომ მომღერალს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი ინსტაგრამის გვერდზე მუდმივად აქვეყნებს ფოტო და ვიდეო მასალას სადაც ასახულია მისი შვილები, ახლობლები და თავად მომღერალიც, თუმცა, მომღერლის სურვილი, რომ გულშემატკივრებისთვის ის მეტად მისაწვდომი ყოფილიყო, ფსიქოლოგებმა არაერთგვაროვნად აღიქვეს, ერთ-ერთ ტელეშოუში მათ პრიმადონას ინსტაგრამის გვერდის განხილვაც კი მოაწვყეს.

”ალა ძალიან აქტიური ქალბატონია, სწორედ ამიტომ, მისთვის ძალიან რთულია იჯდეს სახლში და არაფერი აკეთოს. სამწუხაროა, რომ დროთა განმავლობაში მომღერალი უფრო და უფრო ნაკლებად ჩნდება სცენაზე, ეს კი მის ფსიქოლოგიაზე ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს” – აცხადებენ ფსიქოლოგები.

თავად მომღერალი ამ თემასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, ფაქტია, რომ 60 წელს გადაცილებული მომღერალი ძალიან განიცდის სასცენო კარიერის დასასრულს…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები