LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო საქმეებისთვის თავის არიდების გამო კაცი ყოფილ ცოლს 215 000 დოლარს გადაუხდის

116
Capture

ესპანელ მამაკაცს, საოჯახო საქმეებისთვის თავის არიდების გამო, ყოფილი მეუღლისთვის კომპენსაციის გადახდა მოუწევს. 48 წლის ივანა მორალი ყოველთვიურად 528 დოლარს მიიღებს, თანაც 25 წლის განმავლობაში, წერს New York Post.

როგორც მოსამართლემ დაადგინა, 25 წლიანი ქორწინების დროს კაცი ოჯახურ საქმეებში მონაწილეობას არანაირად არ იღებდა, რის გამოც ივანამ კარიერული ზრდა ვერ შეძლო.

სასამართლოს დადგინებით, კაცს 422 და 633 დოლარების გადახდა მოუწევს თავისი 20 და 14 წლის ქალიშვილებისთვისაც. მიზეზი ისაა, რომ ივანას თქმით განქორწინების შემდეგ ის და მისი ქალიშვილები ფაქტობრივად ყველაფრის გარეშე დარჩნენ.

ყოფილმა მეუღლემ კი ამ წლების განმავლობაში საკმაოდ სოლიდური ქონება დააგროვა. მამაკაცს, რომლის ვინაობაც არ ზუსტდება, რამდენიმე სპორტული დარბაზი და 6,4 მილიონ დოლარად შეფასებული ზეთის ხილის ქარხანა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები