მადრიდის ”რეალში” ეძებენ ადამიანს, რომელმაც ბეილის, კროოსის და დე ხეას კონტრაქტებზე ინფორმაცია გაიტანა.
ფლორენტინო პერესი მიიჩნევს, რომ კლუბში უცხოელი აგენტი მუშაობს.
Football Leaks-მა გერმანელი ტონი კროოსის, უელსელი გარეთ ბეილის და დევიდ დე ხეასთან შედგენილი 11,8 მილიონი კონტრაქტის შესახებ დეტალები გამოაქვეყნა, რომელიც მანამდე გაფორმდა, სანამ ”მანჩესტერთან” შეთანხმება ჩაიშლებოდა.
El Mundo Deportivo-ის მონაცემებით, ფლორენტინო პერესი დარწმუნებულია, რომ ”რეალის” პერსონალიდან ვიღაცას რეგულარულად გააქვს ინფორმაცია და ამ კაცის მოძებნა უნდა.
ამასთან, Football Leaks ირწმუნება, რომ ინფორმაციას ჰაკერებიდან იღებს, რომლებიც კლუბის მონაცემთა ბაზას ტეხავენ.
Football Leaks – არის საიტი, რომელიც ტრანსფერებთან დაკავშირებით დახურულ ინფორმაციას აქვეყნებს.
სწორედ მისი მუშაობით გაირკვა, რომ გარეთ ბეილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ხოლო ”ტვენტემ” ევროთასებზე დისკვალიფიკაცია მიიღო ტრანსფერების საქმეში დარღვევების გამო.