LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლესტერის ბიჭები ლას ვეგასის კაზინოში მილიონს დახარჯავენ

31

„ლესტერის“ ფეხბურთელები ლას ვეგასში მილიონ ფუნტს დახარჯავენ, ოღონდ თუ პრემიერლიგას მოიგებენ.
კლუბის მფლობელი ფეხბურთელებს კაზინოში დანახარჯს აუნაზღაურებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელები ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის პრემიას ვერ მიიღებდნენ, თუმცა მათ ამერიკული ოცნების სახით სიურპრიზი ელოდებათ. Daily Mail-ის ცნობით, კლუბის მფლობელი ვიშაი შრივადანაპრაბჰა სეზონის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ფეხბურთელებს ლას ვეგასში დასვენების და გართობის ფულს მისცემს. ბიზნესმენი ბიჭებს 1.3 მილიონ ევროს გამოუყოფს კაზინოში სათამაშოდ.
კვირას, „ლესტერი“ ლონდონში „არსენალს“ ეწვია და დრამატულ შეხვედრაში, მსაჯის მიერ წამატებულ დროში 1:2 წააგო, თუმცა ინგლისის ჩემპიონატს ჯერ ისევ ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები