LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარ მილიონ Honda-ს გაფუჭებული უსაფრთხოების ღვედის გამო უკან გამოიწვევენ

133
honda

კომპანია Honda სარემონტოდ 450 ათას დეფექტიან ავტომობილს გაგზავნის. უკან გამოწვევის კამპანია შეეხება 2017-2019 წლის CR-V-ის, Accord-ს, Odyssey-ს და Insight-ს. მთლიანობაში აქცია 448 613 მანქანას მოიცავს და პრობლემა უსაფრთხოების ღვედებია.

ჩამოთვლილ მოდელებზე უსაფრთხოების ღვედის ჩამკეტი არ მუშაობს. არასაიმედოდ შეკრული ღვედი კი ავტო საგზაო შემთხვევის დროს ვერც მძღოლსა და ვერც მგზავრებს ვერ დაიცავს.

დეფექტთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების შესახებ Honda-ს ჯერ არანაირი შეტყობინება არ მიუღია, თუმცა პრეტენზია უკვე 300-ზე მეტმა მძღოლმა გამოთქვა. გამოძიება 2019 წელს დაიწყო და რამდენიმე წელი გაგრძელდა, მანამ სანამ Honda-მ პრობლემა არ აღიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები