ივლისიდან ხაშურამდე ჩასვლა ავტობანით იქნება შესაძლებელი. როგორც ”ავტორადიოს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა, ამის შესაძლებლობას ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა იძლევა, რომელიც ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობას გულისხმობს.
”ჩვენ წელს ზაფხულში არაუგვიანის ივლისისა, გადავკვეთავთ ხაშურის მონაკვეთს, გაკეთდება კვანძი და გადავალთ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზაზე. ანუ ზაფხულში არაუგვიანეს ივლისისა, ჩვენ ხაშურამდე ჩავალთ ავტობანით,” – განუცხადა ”ავტორადიოს” ჯავახიშვილმა.
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის 200 მლნ დოლარია გამოყოფილი. პროექტს მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ.