მადრიდის ”რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ვარჯიშებზე ფაქტობრივად არ მუშაობს. ეს კი გუნდში პარტნიორების უკმაყოფილებას იწვევს.
Sportyou-ს ინფორმაციით, რონალდო პრაქტიკულად არც კი მოძრაობს. წინათ კი, პარტნიორები მის პროფესიონალიზმსა და ვარჯიშისადმი თავგამოდებას უსვამდნენ ხაზს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ ფლორენტინო პერესს არ სურს რონალდო გუნდში იხილოს.
”რეალის” პრეზიდენტისა და ფეხბურთელის კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც პორტუგალიელმა მომავალზე ისაუბრა და იქ მადრიდული კლუბი აღარ მოიაზრებოდა.