LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კიჭა მეოთხედ ქორწინდება – რონალდოს რჩეული 33 წლის მოდელია

161
12bec963311ed9c79b2f9ef93864a

46 წლის ბრაზილიელი რონალდოს ახალ ქორწინებაზე ცნობილი გოგონას მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ გახდა.

ეს მეოთხე ქორწინებაა ფენომენისთვის. 1997-99 წლებში ის ბრაზილიელ მსახიობ სუზანა ვერნერს ხვდებოდა. მერე ეს გოგო ბრაზილიელი მეკარის ჟულიო სეზარის ცოლი გახდა.

1999 წლის აპრილში, ვერნერთან დაშორების შემდეგ, რონალდო ასევე ფეხბურთელ მილენ დომინგესზე დაქორწინდა. ქორწინებამ 4 წელი გასტანა, ამჟამად კი მილენი ესპანელი ფეხბურთელის დავიდ აგანსოს ცოლია.

რონალდოს 4 შვილი ჰყავს: რონალდ (დაიბადა 2000 წლის 6 აპრილს), ალეკსანდრ (დაიბადა 2005 წლის აპრილში ბრაზილიელი ოფიციანტისგან, რომელიც რონალდომ ტოკიოში გაიცნო და მისი მამობა 2010 წელს ტესტის შედეგად დამტკიცდა), მარია სოფია (დაიბადა 2008 წლის 24 დეკემბერს) და მარია ალისა (დაიბადა 2010 წლის 6 აპრილს).

2010 წლის დეკემბერში რონალდომ ვაზეკტომია გაიკეთა (შთამომავლები აღარ ეყოლება).
ფეხბურთელის ახალი რჩეულია სელინა ლოკსი 1990 წელსაა დაბადებული და ბრაზილიელი მოდელი და მეწარმეა. მას აქვს კოსმეტიკურ პროდუქტებზე სპეციალიზირებული საკუთარი ბრენდი Celina Locks Beauty.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები