LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და რონალდო იკერ კასილასს მიმართავენ

148
117109228-327008411995091-3671152962632102132-n

იკერ კასილასის, როგორც ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფიგურის კარიერის დასრულების შესახებ კომენტარები თანამედროვე ფეხბურთის უპირველესმა ვარსკვლავებმა გააკეთეს. ლეო მესიმ და კრისტიანო რონალდომ იკერს პირადადაც მიმართეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რა დიდებული კარიერა ჰქონდა 39 წლის გოლკიპერს.

„ყოველთვის დიდებული მეკარე იყავი. შენ წინააღმდეგ ჩატარებული ყოველი შეხვედრა რაღაც ახალს მასწავლიდა და განვითარებაში მეხმარებოდა. ეს დიდებული წლები იყო. შენ საერთაშორისო დონის ეტალონი ხარ და ყოველთვის კარგად გამახსენდება ის დრო, როდესაც მოედანზე ერთმანეთს ვუპირისპირდებოდით“. – მიმართა მესიმ იკერს.

ყოფილი თანაგუნდელის გადაწყვეტილებას „ინტაგრამზე“ კრისტიანო რონალდოც გამოეხმაურა.

„ძალიან ვამაყობ იმით, რომ არაერთი დიდებული მომენტი გავიზიარეთ” – წერს პორტუგალიელი.

რონალდო და კასილასი “რეალში” ერთად 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით თამაშობდნენ და არაერთი ტიტულიც მოიგეს.

ესპანურ მედიაში უკვე გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კასილასი “რეალში” დაბრუნდება და კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები