LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ყველაფერში კაცობს: კრიშტიანო და ჯორჯინა ტყუპებს ელოდებიან

227
NINTCHDBPICT000460334143

„მანჩესტერის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო ოჯახურ ცხოვრებაში პენტა-თრიქზე მიდის.

ცნობილი გახდა, რომ სუპერვარსკვლავის შეყვარებული და სამოქალაქი მეუღლე ჯორჯინა როდრიგესი ოცნებას ისრულებს („იმედი მაქვს კიდევ გავაჩენ ბავშვებს“) და ფეხმძიმობის მე-12 კვირაშია.

მოგვიანებით კრიშტიანომ ცოლის ორსულობის ინფორმაცია დაადასტურა. მეტიც, წყვილს ტყუპები ეყოლება. ეს უკვე მეორედ მოხდება რონალდოს ცხოვრებაში.

36 წლის ფეხბურთელს 4 შვილი ჰყავს. 2010 წლის ივნისში უფროსი ვაჟი, კრიშტიანო-უმცროსი შეეძინა სუროგატი დედიგან. 2017 წელი დახუნძლული გამოდგა: 8 ივნისს კიდვე ერთმა სუროგატმა ტყუპები აჩუქა, გოგონა ევა და ბიჭი მატეო, ხოლო 12 ნოემბერს ჯორჯინამ ალანა მარტინა გააჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები