LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა

81

რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა. 8 მარტის საავტომობილო შეჯიბრი ტრადიციულია და მისი მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი ქალი მძღოლების შესახებ და დემონსტრირება მოახდინოს, რომ ქალბატონები ოსტატურად მართავენ ავტომობილებს. ღონისძიების ტრადიციული პარტნიორი კომპანია ”ვისოლი“ გახლავთ.

“მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუმასპინძლეთ ცნობილი ქალბატონების პროფესიონალურ ავტოშეჯიბრს რუსთავის ავტოდრომზე და ამ ფორმით მივულოცეთ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე. „ვისოლის“ მომხმარებლებს შორის ბევრი ქალბატონია, რომლებიც ყოველდღიურად ენდობიან ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების გამორჩეულ ხარისხს, შესაბამისად, მინდა მათ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული ერთგულებისათვის და უსაფრთხო მგზავრობა ვუსურვო“, აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

პროფესიულ რბოლაში პირველი ადგილი მანიკა ასათიანმა დაიკავა. ასევე შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ შორენა ბეგაშვილი, ნინო ხაჟომია, ქეთი ხატიაშვილიდა სხვები. გამარჯვებულებს „ვისოლისგან“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავი გადაეცათ.

პრიზები ასევე დააწესეს პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ და ესთეტიკურმა ცენტრმა – „პრაიმ ესთეტიკი“.