ავტომფლობელთა უმეტესობა მას შემდეგ, რაც ავტომობილის ოდომეტრი 100, 200, ან უფრო მეტ კილომეტრს დაწერს, აუცილებლად იწყებს ფიქრს მის შეცვლაზე. რა თქმა უნდა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ასეთი გარბენის მქონე ავტომობილებს აუცილებლად დიდი ყურადღება და დახმარება სჭირდება, რაც ფინანსური მხარდაჭერის გარდა, კარგ ნერვებსაც მოითხოვს…
თუმცა, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი ძალიან უყვართ და 1,5 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილი აქვთ დაფარული…
Volvo P1800
მფლობელი: ირვ გორდონი
ირვ გორდონი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელმაც 5 მილიონამდე კილომეტრი განვლო საყვარელ ავტომობილთან ერთად. Volvo P1800 ირვმა 1966 წელს შეიძინა და უკვე 1987 წელს ავტომობილთან ერთად 1 მილიონი კმ მანძილი დაფარა, რის გამოც კომპანია Volvo-მ ის 780 Bertone-თი დააჯილდოვა. 2002 წელს ირვმა განაცხადა, რომ ავტომობილის გარბენი 2 მილიონს აღემატებოდა, ამის აღსანიშნავად Volvo-მ ის ახალი C70-ით დააჯილდოვა. უკანასკნელი ინფორმაციით ავტომობილის გარბენი ამ დროისთვის 5 მილიონ კილომეტრს აჭარბებს და მფლობელთან ერთად გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა…
Chevrolet Silverado 3500 HD
მფლობელი: ჰიუ პენინგტონი
მას შემდეგ რაც ჰიუ პენინგტონი პენსიაზე გავიდა, მან ახალი კარიერა წამოიწყო. ის ორგანიზებას უწევდა საბანაკე ატრიბუტების დანიშნულების ადგილამდე მიტანას.
სწორედ ამ ფაქტის გამო, 6 წლის განმავლობაში ჰიუმ თავის Chevrolet Sivlerado 3500 HD-თ 1,600,000 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეძლო. ჯიპის ტიპის მონსტრი, დღემდე ქარხნულ ძრავზე და გადაცემათა კოლოფზე მუშაობს და მეპატრონის განცხადებით, კვლავაც იდეალურად ემსახურება მას.
Honda Accord
მფლობელი: ჯო ლოსისერო
1990 წელს გამოშვებული Honda Accord-ის მეპატრონემ, ჯო ლოსისერომ შეძლო და საყვარელი მოდელით 1,609,334 კილომეტრი დაეფარა. მან ეს ავტომობილი 119,000 გარბენით 1996 წელს შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ Honda Accord-ს მხოლოდ ძრავის მცირედი რესტავრაცია დასჭირდა. რესტავრაციის შემდეგ ძრავის ძირითადი ნაწილები უცვლელი დარჩა.
Dodge 2500
მფლობელი: დან ედელმანი
ეს ავტომობილი ანხორციელებს სხვადასხვა სახის დეტალების დანიშნულების ადგილზე მიტანას და დღის განმავლობაში მინიმუმ 800 კმ მანძილის დაფარვა უწევს. ამ დროისთვის მისი საერთო გარბენი მილიონ კილომეტრს აჭარბებს. როგორც მეპატრონე ამბობს, ავტომობილი 2010 წელს შეიძინა და დღემდე ქარხნული, დიზელზე მომუშავე ძრავითა და გადაცემათა კოლოფით ემსახურება მას.
Saab SPG
მფლობელი: პიტერ გილბერტი
ეს ავტომობილი, მისმა მეპატრონე პიტერ გილბერტმა ჰარტფორდში მდებარე საავტომობილო მუზეუმს უსახსოვრა.
უნიკალური Saab SPG (Special Performance Group) მუზეუმში 1,6 კმ გარბენით არის წარმოდგენილი და მეპატრონეს 17 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. ამ დროის განმავლობაში ავტომობილმა 88 წყვილი საბურავი და გადაცემათა კოლოფი გამოიცვალა.
Lincoln Town Car
მფლობელი: ჩეტ ბელილი
კანზასის შტატის მაცხოვრებელი ჩეტ ბელილი ძალიან ამაყობს თავისი 1983 წელს გამოშვებული Lincoln Town Car-ით. ავტომობილს ამ მომენტისთვის 2, 092,147 კილომეტრი აქვს გავლილი. ჩეტ ბელილი ამ ავტომობილს ფინანსური სარგებელისთვის იყენებს, რაც სადღესასწაულო დღეებში, ან სხვადასხვა ღონისძიებებზე მსურველის გადაადგილებით გამოიხატება.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური სარგებლის წილი, სწორედ ამ ლეგენდარული ავტომობილის დაზიანებული დეტალების აღდგენაში იხარჯება, რის გამოც, კვლავაც იდეალურად ემსახურება მეპატრონეს…
BMW 325i
მფლობელი: Mobil Oil
1990 წელს კომპანია Mobil Oil-მა ლეგენდარული BMW 325i შეიძინა. ამ შენაძენის მთავარი მიზანი კომპანიის მიერ წარმოებული ზეთის ტესტირება იყო, რომელიც 6 ცილინდრიან ძრავზე იყო გათვლილი.
მას შემდეგ ავტომობილმა 65,000 კმ მანძილი დაფარა და ამ დროისთვის საერთო გარბენი 1,609,344 კმ-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ზეთის ტესტირება 4 წლის განმავლობაში 136კმ/სთ სიჩქარის ფარგლებში მიმდინარეობდა.
Mercedes 240D
მფლობელი: პოლ ჰარმანი
ერთ-ერთი სატელეფონო კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა პოლ ჰარმანმა ავტომობილი საქართველოდან 1983 წელს შეიძინა. იმ დროისთვის მისი გარბენი 64,373 კმ-ს შეადგენდა. 2008 წელს ოდომეტრმა 1,6 მილიონი კმ აჩვენა. ამის აღსანიშნავად, ავტომობილის ცხაურს ექსკლუზიური მედალიც ამშვენებს.
ამ ავტომობილის გამავლობის საიდუმლო ძრავის ზეთის 4-დან 6კმ-მდე შუალედში შეცვლა და ტექნიკური მახასიათებლების მუდმივი კონტროლია. აღსანიშნავია, რომ 605,113 კმ-ზე ძრავის რესტავრაცია მოხდა.