LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla Model 3-ის პრემიერის თარიღი ცნობილია

77

კომპანია Tesla უახლესი მოდელის, რომელიც Model 3-ის სახელწოდებით არის ცნობილი, პრეზენტაციას 31 მარტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს. მოსაწვევების თანახმად, ავტომობილის პრეზენტაცია კალიფორნიის შტატში მდებარე Tesla Design Studio-ში გაიმართება.

რამდენიმე ხნის წინ, Tesla-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკ-მა უახლესი მოდელის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც საუბარი იყო კომპანიის ახალ გეგმებზე, რომელშიც ყველაზე იაფიანი ელექტრომიბილის დამზადებას ეხებოდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ Tesla Model 3-ის საბაზრო ღირებულება 35 ათას დოლარს არ გადააჭარბებს…

ახალი ავტომობილის პრეზენტაციას 800 ადამიანი დაესწრება, მათგან 650 კომპანია Tesla-ს ერთგული მომხმარებელი და ელექტრომობილის მეპატრონეა. მოსაწვევებში აგრეთვე საუბარია სხვადასხვა გათამაშებებსა და სიურპრიზებზეც.

დარიგებულ მოსაწვევებში მცირედი მინიშნებაც გაკეთდა ახალი ავტომობილის ვიზუალური დიზაინის შესახებ, რომელიც კომპანიის მიერ წარმოებული ყველაზე პოპულარული მოდელის Model S-ის მსგავსია. თუმცა, გაბარიტებით Audi A4-სა და მესამე სერიის BMW-ს წააგავს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ავტომობილის დასრულებული ვერსიის დებიუტი 2017 წელს იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები