LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთის ქვეყნებს ევროპის მასპინძლობა ერთობლივად სურთ

21

დანია, შვედეთი, ნორვეგია და ფინეთი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის გამართვაზე ერთობლივ განაცხადს შეიტანენ.

განაცხადაში აღნიშნულია, რომ გამარჯვების შემთხვევაში მატჩები ასევე გაიმართება ფარერის კუნძულებსა და ისლანდიის ტერიტორიაზე.

”ჩრდილოეთის ქვეყნებს საერთო ღირებულებები აქვთ და სურთ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლონ”, – ნათქვამია განაცხადში, – ჩვენ გვინდა ჩავატაროთ ბევრი მატჩი, რომელიც უპასუხებს როგორც ეკონომიკურ, ისე ეკოლოგიურ სტანდარტებს. არჩევნების პროცესი 2018 წელს დაიწყება, მაგრამ გვსურს მომზადება ახლავე დავიწყოთ”.

თუ 2024 წლის მასპინძლობა ჩაუვარდებათ, მაშინ ეს ქვეყნები მომდევნო პირველობაზეც შეიტანენ განაცხადს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ევროპის საიუბილეო პირველობა (60 წლის ხდება) 13 სხვადასხვა ქვეყნის 13 ქალაქში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები