LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაჩუქარი ჩემპიონობა, ლუდის ტრამვა, ჩემპიონი დე იონგი და სხვა

42

”აიაქსმა” ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურში აუტსაიდერთან ფრედ ითამაშა და პსვ-ს საშუალება მისცა ჩემპიონი გამხდარიყო.


”ლაიპციგი” ისტორიაში პირველად გადავიდა ბუნდესლიგაში. რალფ რანგნიკის გუნდი 5 ქულით უსწრებს ”ნიურნბერგს” და კონკურენტისთვის მიუღწეველია. მატჩის შემდეგ ზეიმის დროს და ლუდით წუწაობისას მწვრთნელმა ტრამვა მიიღო.


”სელტიკი” ზედიზედ მეხუთედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი.


”ბარსელონამ” თანაქალაქელ ”ესპანიოლს” 5:0 მოუგო. მას შემდეგ, რაც ”ატლეტიკო” ”ბარსას” ქულებით გაუთანაბრდა, ”ბლაუგრინამ” მომდევნო ოთხი მატჩი საერთო ანგარიშით 21:0 მოიგო. ჩემპიონობამდე ერთი თამაშიღა დარჩა ”გრანადასთან”.

ფეხბურთელი გვარად დე იონგი ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო 12 სეზონიდან 11-ში ჩემპიონი ხდებოდა.


”ლესტერის” ჩემპიონობის ღამეს ქალაქის საავადმყოფოებს ორჯერ მეტმა ადამიანმა მიაკითხა.


მადრიდის ”რეალი” მიუნხენის ”ბაიერნის” პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკიში 80 მილიონ ევროს შეთავაზებს, წერს Daily Star.


ლონდონის ”არსენალი” ”ლივერპულს” დანიელ სტარიჯის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს შეთავაზებს.


ჩინელი ბიზნესმენები პრემიერლიგიდან გავარდნილ ბირმინგემის ”ატონ ვილას” 126 მილიონ ევროდ იყიდიან, – იუწყება Mirror.

”რომას” თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ სერია ა-ში მე-600 მატჩი ითამაშა. ის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. მასზე წინ არიან ”მილანელი” პაოლო მალდინი (647 მატჩი) და ”ინტერის” არგენტინელი მცველი ხავიერ ძანეტი (615).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები