LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის არმია ელექტრონულ Land rover Defender-ებს მიიღებს

120
land-rover

Babcock International ბრიტანული არმიისთვის ელექტრონულ Land Rover Defender-ებს დაამზადებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა ერთწლიანი ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ჯარი შეამოწმებს თუ რამდენად სწორია ელექტრონულ აგრეგატზე გადასვლა.

მწარმოებელი დიზელის Defender-ის ბაზაზე 4 ელექტრომობილს ააწყობს, ორ ჩვეულებრივ ყველგანმავალს და ორ ჯავშნიან Land Rover-ს.

სამხედრო სპეციალისტები შეაფასებენ ელექტრომობილების მახასიათებლებს როგორც მოძრაობის, თავდაცვის თუ სხვადასხვა ბუნებრივი და კლიმატური პირობების დროს.

ცდების ბოლოს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს, თუ რა პერსპექტივა აქვს მსგავს ტექნიკას. ამასთან, 2030 წლიდან ელექტრომობილებზე გადასვლა უკვე დაანონსებულია, თუმცა არსებული ტრანსპორტი განახლდება თუ ახალს იყიდიან – ჯერ-ჯერობით რთული სათქმელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები