LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ბლოგერმა ხის Land Rover Defender დაამზადა

50
landroverdefendernews

ვიეტნამელმა ბლოგერმა თავის Youtube–არხზე Woodworking Art გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც ხეზე მუშობის შესაძლებლობები კიდევ ერთხელ გამოავლინა. ამჯერად ოსტატმა ხის დიდი ნაჭრისგან Land Rover Defender 110–ის ზუსტი ასლი შექმნა და მას ფუნქციური ელემენტებიც კი გაუკეთა.

13 წუთიან ვიდეოში ბლოგერმა მრავალსაათიანი რთული სამუშაო ჩატია. Land Rover Defender 110–ის ზუსტი ასლის დასამზადებლად მამაკაცმა დიდი ზომის ხის ნაჭრისგან ზუსტი მოდელი გამოკვეთა და შემდეგ სხვადასხვა დეტალები გაუკეთა. ბლოგერს არ დავიწყებია ექსტერიერის მცირე დეტალები, ისეთი როგორიცაა რადიატორის ბადე, ფარები, კაპოტის რელიეფი და ასევე საბურავის ნახატი. მან დაამზადა ძრავის დეტალებიც და ყველაფერი მაქსიმალურად რეალისტური გამოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო ჯამში ხელოვნების ნიმუში შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები