LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi-ს პრეზიდენტმა პოსტი დატოვა

24

იაპონური საავტომობილო კომპანიის Mitsubishi Motors-ის პრეზიდენტი ტეცურო აიკავა პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან პრესისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მე ჩემს თავზე ვიღებ კომპანიასთან დაკავშირებულ პრობლემებს საწვავის სკანდალზე და სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლი, რომ ჩემს მიერ დაკავებული პოსტი უნდა დავტოვო” – განაცხადა ტეცურო აიკავამ. მისივე თქმით, კომპანიის პრეზიდენტის პოსტს ის ოფიციალურად 24 ივნისს გასამართ აქციონერების შეკრების შემდეგ დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ საწვავის სკანდალი რამდენიმე კვირის წინ აგორდა და eK-Wagon–ს, eK-Space-სა და 2013 წლამდე დამზადებულ თითქმის ყველა ავტომობილს შეეხო. მსგავსი პრობლემების წინაშე დადგა Nissan Dayz, რომელიც ამ ორი კომპანიის ერთობლივი პროექტი გახლავთ. უკანასკნელი ცნობებით, მსოფლიოს მასშტაბით ტექნიკური წუნით გაყიდული ავტომობილების რიცხვი 620,000 ერთეულს შეადგენს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, კომპანია Nissan-სა და Mitsubishi-ს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომლის თანახმადაც Nissan-ი Mitsubishi-ს აქციების 34%-ის შესყიდვას აპირებს. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში Nissan-ს აქციების 34%-ნი პაკეტის შეძენა 2,18 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები