LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე რუსი მძლეოსნები არ იქნებიან: გერმანელები კი რუსების შედეგებს არ ჩათვლიან

54

რუსი მძლეოსნები რიოში არ გამოვლენ.
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) უარყო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სარჩელი.

რუსებმა 68 ათლეტზე CAS-ში სარჩელი აფრინეს. რუსული მხარე დაჟინებით ითხოვს მძლეოსნების შემოწმებასთან დაკავშირებით IAAF-ის რიგი ფორმულირებები გაუქმდეს.

ორი დღის წინ CAS-ში გაიმართა რუსი მძლეოსნების საქმის მოსმენა, რომლებიც არ დაიშვებიან ოლიმპიადაზე რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის მხრიდან მოკვეთის გამო.

საინტერესოა, რომ ამდენი სკანდალის და დოპინგების გამო, რიოს თამაშებზე რუსეთის შემადგენლობა ისტორიაში ყველაზე მცირერიცხოვანი იქნება.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტები აპირებენ რუსეთის შედგებს იგნორირება გაუკეთონ. თუ რუსებს ოლიმპიადიდან არ მოხსნიან, Bild რუსების შედეგებს სათვალავში არ ჩათვლის.

ოლიმპიური თამაშები რიოში 5-დან 21 აგვისტომდე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები