LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ყველაზე კარგი სეზონი

18

კრიშტიანო რონალდო: პრიზებს თუ დავითვლით, გასული სეზონი კარიერაში საუკეთესო იყო“.
„რეალის“ სუპერთავდამსხმელმა ინტერვიუში თქვა, რომ საუკეთესო სეზონი გამოუვიდა. ხუთშაბათს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგება და იქ 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელსაც იტყვიან. ამ ჯილდოსთვის პორტუგალიელი უელსელ თანაკლუბელ გარეთ ბეილს და ფრანგ ანტუან გრიზმანს ეჯიბრება.

– გასულ სეზონში ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო. ცუდად დავიწყეთ, თუმცა ისე დავამთავრეთ როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, ზიდანის მოსვლით გუნდმა ბევრ ასპექტში მოუმატა. ჩვენ მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მე კი საუკეთესო ბომბარდირი გავხდი. თუ პრიზებს დავითვლით, გასული სეზონი შეიძლება საუკეთესოდ მივიჩნიოთ. ლიგის მოგებას მეორეც მოყვა – ევროპის ჩემპიონატზე ჩემ ქვეყანასთან ერთად. არაფერი მსგავსი აქამდე ჩემ კარიერაში არ მომხდარა, – აღნიშნა რონალდომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები