LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blackberry-ის უკანასკნელი სმარტფონი 11 ოქტომბერს გამოვა

82

ცოტა ხნის წინ “ავტორადიო” – წერდა იმის შესახებ, რომ კანადური კომპანია Blackberry–ი სმარტფონების ბიზნესიდან წასვლას აპირებდა. პროგნოზები გამართლდა, თუმცა, ჰაი-ტექ ბაზრიდან წასვლას კომპანია ბოლომდე არ გეგმავს, რადგან მათი ძირითადი ძალისხმევა დაცვის სისტემების გაძლიერებაზე გადავიდა.

როგორც გაირკვა, უკანასკნელი სმარტფონის პრემიერა 11 ოქტომბერს შედგება. ინტერნეტში ასევე გავრცელდა მოდელის მონაცემები, რომელიც Benchmark-ის საიტზეა განთავსებული:

530 აშშ დოლარის ღირებულების უკანასკნელი სმარტფონი 5.5 ინჩიანი QHD დისფლეითაა წარმოდგენილი და Snapdragon 820-ის ჩიფსეტზე მუშაობს. სმარტფონი აღჭურვილია 4 GB ოპერატიულით და მისი შიდა მეხსიერება შეადგენს 32 GB-ს. ბატარეა 3000 მილიამპერ/საათიანი მაჩვენებლითაა განსაზღვრული.

აპარატზე განთავსებულია ანაბეჭდების სენსორი და USB Type-C პორტი. მისი კოდური სახელწოდებაა DTEK60.

დივაისის კამერები 21 და 8 მეგაპიქსელით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები