LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის ქალმა ოცნება აიხდინა და ბორტგამცილებელი გახდა

125
Capture

ამერიკელმა ბებიამ ავიაკომპანია Qantas-ის სწავლება გაიარა და 59 წლის ასაკში ბორტგამცილებელი გახდა. სასიხარულო სიახლე მან სოც-ქსელებით გააზიარა და ყველას აღფრთოვანება გამოიწვია, წერს New York Post.

გამოცემის ინფორმაციით, ჯეკი კუკქსონი თვითმფრინავის ბორტის წევრობაზე ჯერ კიდევ ბავშვობაში ოცნებობდა, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ მთელი დრო და ენერგია შვილებს მოახმარა. ქალს მთელი ცხოვრება არ ტოვებდა გრძნობა, რომ თითქოს შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და წლების განმავლობაში მრავალი პროფესიაც გამოიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის დროს კუკქსონმა ერთწლიანი შვებულება აიღო და ეს დრო ბორტგამცილებლის პროფესიის შესწავლას მოახმარა, შედეგად სამსახურიც მიიღო.

ამერიკელმა გამომწერებს მიმართა და უთხრა, რომ მიუღწეველი მიზნები არ არსებობს და ოცნების ასრულება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ინტერნეტ მომხმარებლები ქალის მიზანდასახულობით გაოცებულები დარჩნენ და მას დიდი წარმატება უსურვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები