LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Volvo-მ ჩინური ბაზრისთვის მდიდრული მოდელი წარმოადგინა

76

კომპანია Volvo-მ ფლაგმანური სედანის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტომობილის S90-ის წარმოება კომპანიამ შვეიცარიიდან ჩინეთში გადაიტანა. მწარმოებელმა მოდელს ,,ყველაზე მდიდრული სედანი უწოდა, რაც კი ოდესმე უწარმოებია ჩინური მარკეტისთვის’’.

Volvo S90 Excellence-მა საფირმო ინტერიერი მიიღო, რომელზეც კომპანია Lounge Console-მა იზრუნა. განსხვავებული ინტერიერის კონცეპცია, პირველად 2015 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა. მისი მთავარი დეტალი წინა მგზავრის სავარძლის ნაცვლად განთავსებული სპეციალური სათავსოა, რომელშიც ტანსაცმლის ან არამსხვრევადი ნივთების განთავსებაა რეკომენდებული.

Volvo S90 Excellence-ს საჯარო პრემიერა გუანჩჟოუს მოტორშოუზე შედგება, ხოლო მოდელის გასაყიდად წარმოება 2017 წლის დასაწყისში დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები