LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან-ფრანცისკოს აეროპორტში კეთილი კატა დაასაქმეს

178
duke-the-cat-sfo-061223-tout-57130c51936448288ce84c393476841a

კარგი ზნით გამორჩეული შავ-თეთრი კატა ამერიკული ქალაქის, სან-ფრანცისკოს აეროპორტში აიყვანეს სამუშაოდ. New York Post-ის ინფორმაციით, ფისო ფსიქოთერაპიული ცხოველების გუნდში იმუშავებს.

14 წლის კატა, სახელად დუკ ელინგტონ მორისი ერთ დროს საერთოდ უსახლკარო იყო. 2010 წელს ის ქუჩაში მშიერ-მწყურვალი იპოვეს და თავშესაფარში მიიყვანეს. მალე კატას ყურადღება 5 წლის გოგონამ მიაქცია და მშობლები მის წაყვანაზე დაითანხმა.

ცხოველს ცნობილი ჯაზ-შემსხურებლის დუკ ელინგტონის პატივსაცემად დაარქვეს სახელი. ახალი მეპატრონეები სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ კატის მშვიდი და კეთილი ხასიათით. მათვე გადაწყვიტეს დუკის ფსიქოთერაპიულ ცხოველად გადამზადება. ამის შემდეგ კატა ქალაქის საავადმყოფოებში პაციენტებს 9 წლის განმავლობაში აკითხავდა, ცოტა ხნის წინ კი ის აეროპორტის სამსახურში აიყვანეს.

ამიერიდან დუკი ავიამგზავრებს ფრენასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევაში დაეხმარება. კატის გარდა სპეციალურ დანაყოფში შედის ასევე – რამდენიმე ძაღლი, კურდღელი და გოჭი სახელად ლილუ. თერაპევტი ცხოველები ტერმინალიდან ტერმინალში დადიან და აცვიათ ჟილეტი წარწერით – „მომეფერე“, რათა აღელვებული მგზავრები დაამშვიდონ.

პროგრამა 2013 წელს დაიწყო და 2021 წელს, პანდემიის გამო აღებული 20 თვიანი შესვენების შემდეგ განახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები