LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილმა სუპერმოდელებმა ჯინსების რეკლამისთვის წელს ზემოთ შიშვლებმა იპოზიორეს

54

ირინა შეიკი, ჯოან სმოლსი და სტელა მაქსველი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოდელები არიან. ცნობილმა ლამაზმანებმა ჯინსების ბრენდ Replay’s-ს ახალი კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის იპოზიორეს.

30 წლის შეიკი, 25 წლის მაქსველი და 28 წლის სმოლსი სპეციალურად გადაღებისთვის ნახევრად გაშიშვლდნენ. გოგონებმა მარკის ჯინსები მოირგეს, ხოლო შიშველი მკერდი ხელით დაიფარეს.

გადაღებების დასრულებისთანავე კი ისინი პარიზში Victoria’s Secret-ის „ანგელოზებთან“ ერთად თეთრეულის ბრენდის შოუს მოსამზადებლად გაემგზავრნენ. შეგახსენებთ, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩვენება 5 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები